დედა ენა

დედა ენა

Saturday, May 8, 2010

თეა კოკაია

1. პროექტის სახელი- დედაენა-სიბრძნის წიგნი...
2. პროექტის მოკლე აღწერა-იაკობ გოგებაშვილის დედა ენის გაცნობა.საუბრები ი.გოგებაშვილზე.
3. პროექტის სრული აღწერა-გავიგოთ ყველაფერი იაკობ გოგებაშვილის შესახებ,მოვიძიოთ ინფორმაციადედა ენის შემქმნელზე,ვიცოდეთ ეპიზოდები მისი ბიოგრაფიიდან.ყოველივე ამისათვის მოვაწყვოთ ექსკურსია სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.მოსწავლეები კომპიუტერისა და ბიბლიოთეკის საშუალებით მოიძიებენ ლექსებს ,სიმღერებს, სურათებს,ნახატებს,ჩანახატებს,რომლებიც მიძღვნილი იქნება იაკობ გოგებაშვილისადმი და დედაენისადმი.მოეწყობა შეჯიბრი მხატვრულ კითხვაში,გამოფენა მოსწავლეთა ნამუშევრების სახელწოდებით ”ჩვენს მიერ დანახული დედა ენა” ,რომელიც გამოეფინება სკოლაში.დედა ენის დღესთან დაკავშირებით მოვაწყობთ ექსკურსიას დედაენის ძეგლთან და უკვე მათ მიერ მოძიებული და ნასწავლი ლექსებით და სიმღერებით გავმართავთ პატარა ღონისძიებას.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები-7-8წელი მე -2 კლასი
5. ვადები/ხანგრძლივობა-ორი თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში-საუბრები მოცემულ თემაზე,სხვადასხვა წიგნების,კომპიუტერის,მასწავლებლისა და მშობლების დახმარებით საინტერესო ინფორმაციის მოძიება.შეჯიბრებები მხატვრულ კითხვაში,გამოფენისათვის ნახატების შერჩევა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას-ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე ბავშვები ძალიან ბევრს გაიგებენ უნიკალური წიგნის დედაენის შესახებ.ეცოდინებათ მრავალი ინფორმაცია მისი შემქმნელის იაკობ გოგებაშვილის შესახებ.ყოველივე ამისგან გამიმდინარე მომავალში შეეძლებათ შექმნან პროექტები:”14-აპრილი-დედაენის დღეა”,”იაკობი ქველმოქმედი”, ”იაკობი და ქართული სიმღერა”,”იაკობ გოგებაშვილი-170-ე წლისთავი” და ყველაზე მთავარი დაწყებითი კლასებიდან შეგროვებული ამდენი ინფორმაცია გამოადგებათ შექმნან უფრო დიდი და მასშტაბური პროექტები მაგ;”ენა,მამული,სარწმუნოება”
8. სარგებელი სხვებისთვის-გაიგებენ და გაეცნობიან უფრო მეტ ინფორმაციას საკუთარი დედაენის შესახებ და კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან იმაში, რომ ”ენა დედაა ერისა”
9. სამუშაო ენა-ქართული ენა.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-პროექტს კავშირი ექნებაპირველ რიგში ქართულ ენასთან,ხელოვნებასთან და მუსიკასთან.
ქართულ ენაში-გაიუმჯობესებენ კითხვის ტექნიკას,ლექსიკურ მარაგს.
ხელოვნებაში-ფერთა ურთიერთშეხამებით გაიღრმავებენ ცოდნას ცივ და თბილ ფერებთან მიმართებაში,გაეცნობიან ხელოვნების სხვადასხვა დარგებს;ნატურმოტს,პეიზაჟს,პორტრეტს...
მუსიკაში-მაღალ და დაბალ ტონალობას შეუსაბამებენ ერთმანეთს.
11. მონაწილეები სხვა კლასებიდან
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:თეა კოკაია
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:teakokaia@gmail.com
14. პროექტ ფორუმი:
15. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგიteakokaia.blogspot.com